14:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 12:52:50, 1532 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ამერიკელი ჟურნალისტები სტუმრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting''-ის ორგანიზებით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით პოპულარული გამოცემების -  '"Wine and Spirits" და „Dow Jones" ჟურნალისტები ეწვიენ. 

ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ  შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ლაპატი ვაინსი", „ნიკი ანთაძის ღვინოები", „შალვინო", „მეღვინეობა დანიელი", „კორპორაცია ქინძმარაული", „ნაოტარი", „მეღვინეობა შუმი", „გოცას ღვინოები", „ვარციხე", „არჩილ გუნიავას მარანი" და „ამირან ვეფხვაძის მარანი".

ვიზიტის შედეგად, მიმიდნარე წლის შემოდგომზე, ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდება გამოცემებში „Wine and Spirits" და „Dow Jones", რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას აშშ-ს ბაზარზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics