|
2018-05-09 10:43:42, 1902 ნახვა
პოლიტიკა
„შეშფოთებული ვართ გამშვები პუნქტის ჩაკეტვით“ - აშშ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
„შეშფოთებული ვართ გამშვები პუნქტის ჩაკეტვით“ - აშშ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტიმ განაცხადა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას გმობს და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს. „აშშ შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას ემთხვევა და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას წარმოადგენს. გარდა ამისა, აშშ მოითხოვს, რომ დე-ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან აიკრძალება და 10 მაისის დილის 08:00 საათიდან აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)