22:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 23:12:00, 2069 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: იქნება სერიოზული კონკურენცია - მარგველაშვილისთვის მეორე ადგილზე გასვლის შანსი მიზერულია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნებისთვის" რისკფაქტორს არ წარმოადგენს. 

კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგი არ არის მაღალი და ის მმართველი გუნდის კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს. 

„გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის რისკფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა, არსებული სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი. საკმაოდ რთულია მეორე ადგილის გამოცნობა, იქნება სერიოზული კონკურენცია. ვთქვი ის, რაც უკვე ვიცით, მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს აქვს მიზერული. იქნება საერიოზული კონკურენცია და ხალხი გადაწყვეტს", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა "არჩევანში". 

კითხვაზე - ვინ გავა მეორე ადგილზე, კობახიძი მიიჩნევს, რომ ძირითადი კონკურენცია "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს შორის იქნება. მანვე დასძინა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია და მას მმართველი გუნდის კანდიდატი დაიკავებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics