|
2018-05-08 23:11:28, 1633 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ბარნოვზე მომხდარმა ამბავმა, საზოგადოებას დაანახა, რომ პოლიტპროპაგანდის ზღვარზე ვცხოვრობთ
„ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა ამბავმა, ჩვენს საზოგადოებას დაანახა, რომ ვცხოვრობთ პოლიტპროპაგანდის ზღვარზე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მკვლელობის შემდეგ, კრიტიკა მხოლოდ მის მიმართ ისმოდა და არავის უკითხავს, რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. „ამ ამბის შემდეგ მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც თქვა, რომ მე პირადად მივიღე ეს პრობლემა და ძალიან ინტენსიურად განიხილებოდა ეს მედიაში. მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანს, მე ორი წლის წინ მოვაკელი 6 თვე საპატიმრო. მკვლელობის მსხვერპლი მივიდა პოლიციაში და უთხრა, რომ მას სჭირდება დაცვა. ორი საათის მერე ეს ადამიანი მოკლეს. ქართული საზოგადოება ინსტენსიურად განიხილავდა, როგორი დემონური და ბოროტმოქმედი ვარ მე და ორი წლის წინ 6 თვე რომ მოვაკელი რატომ გავაკეთე ეს. მე ჩემს მიმართ დასმულ კითხვებს ყოველთვის ლეგიტიმურად ვთვლი, მაგრამ იმავე ქართულმა საზოგადოებამ, მედიამ, რომ მოიოხეს გული ჩემი კრიტიკით, არ დასვეს კითხვა რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)