2018-05-08 21:11:37, 1865 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ძველ ნაგებობაში, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე 3 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ,