|
2018-05-08 20:11:04, 1765 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების პრევენციის გზებზე იმსჯელეს
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა, სტრუქტურული ერთეულებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვდრაზე ე.წ. “კლუბური ნარკოტიკების” მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. მათი გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ადგენს. შესაბამისად, რთულია, ანტიდოტური ეფექტის მქონე პრეპარატის განსაზღვრა. დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ მოიხმარონ დაუდგენელი ნივთიერებები ნარკოტიკული თრობისათვის: „ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ შესაძლოა, ისეთივე ფატალური გართულებები ახლდეს, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს“. შეხვედრაზე „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთვევებსა და „ნალოქსონის“, როგორც ანტიდოტის გამოყენების შესახებ ისაუბრეს. პრეპარატ „ნალოქსონის“ მიღება შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი და მისი რეცეპტის გამოწერის უფლება ყველა ექიმს აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ე.წ. კლუბური (რეკრეაციული) ნარკოტიკების უმრავლესობა მიეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მიმართ “ნალოქსონი” არაეფექტურია (იგი ეფექტურია მხოლოდ „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლისას). ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული „ნალოქსონის“ მწარმოებლის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მისი გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რიგი უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად ნალოქსონის ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან იმ პირების მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ სათანადო მომზადება. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფონდისა და სამინისტროს ხელშეწყობით, „ზიანის შემცირების ქსელი“ 2009 წლიდან, უწყვეტად ამარაგებს ნარკოდამოკიდებულ პირებს „ნალოქსონით“ (წელიწადში დაახლიებით 12 000 ამპულა), რომელთაც, ასევე, უტარდებათ სათანადო მომზადება მისი გამოყენების თაობაზე. ამავდროულად, საქართველოში ხორციელდება ნარკოდამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია „ბუპრენორფინ-ნალოქსონით“. შეხვედრის მონაწილეებმა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების პრევენციის გზებზე იმსჯელეს და მოქალაქეებს, როგორც ნარკოტიკული, ასევე, სხვა უცნობი ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
(NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)