22:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 17:59:12, 1620 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 27 932-ს; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2  გიორგი უგულავა - „ბაქრაძე,უგულავა - ევროპული საქართველო“ - 10,417 (38,38%);
№17  გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო“ – 124 (0,46%);
№21  ზურაბ ქართველიშვილი - „ტრადიციონალისტები“ – 60 (0,22%);
№23  მამუკა ტუსკაძე - „ახალი ქრისტიან - დემოკრატები“ -399 (1,47%);
№41  გივი ჭიჭინაძე -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 15,705 (57,86%);
№42  ვასილ კოპალიანი - დამოუკიდებელი - 438 (1,61%).

საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გივი ჭიჭინაძე (№41).

საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით შედეგები იხილეთ სპეციალურ ბმულზე: 
http://results.cec.gov.ge/protocols/ 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics