|
2018-05-08 16:18:57, 2927 ნახვა
კულტურა
ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში გამოფენები გაიხსნა
7 მაისს 18:30-ზე თიბისი არტ გალერეაში (მარჯანიშვილის 7, მე-2 სართული) ლევან ხერხეულიძის გამოფენა - „spirit"- გაიხსნა. პორტრეტები გალერეაში 1 კვირის განმავლობაში დარჩება. „მიყვარს ადამიანზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად, ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება.არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი.არსებობს მესამე კომპონენტიც — ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში", - ამბობს ლევან ხერხეულიძე 3 გამოფენას უმასპინძლებს თიბისი გალერეაც: · არსად მახლობლად ავტორები - ლეაკე პოსელტი, მეს გრივი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა ფოტოგრაფებმა, მეს გრივმა და ლეაკე პოსელტმა პროექტი შეიმუშავეს და ახალი ერთობლივი ნამუშევარი საგანგებოდ ქოლგა თბილისი ფოტოსთვის შექმნეს. პირველად სწორედ ქოლგაზე იქნება ნაჩვენები ეს ნამუშევრები. ორივე ფოტოგრაფი დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან მოდის, მაგრამ მათი ნამუშევრები ფაქტების რეპრეზენტაციის ფარგლებს ცდება და ინტუიციურ და ეგზისტენციალურ გამოცდილებად გარდაიქმნება. · ჩემი სახე შენი პეიზაჟია ავტორი - მაქს კარდელი მაქს კარდელი (1965) პორტრეტის და პეიზაჟის ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაერთ გამოფენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პორტრეტები, რომლებიც წარმოდგენილია გამოფენაზე, თავისი ბუნებით, მღელვარების შემცველია - თითქოს ადამიანები საკუთარ თავში არიან ჩაძირული და ნაკლებად ამჩნევენ საფოსტო ბარათის მსგავსი ლანდშაფტის ფოტოგენურ ბუნებას. ამ შემთხვევაში, ლანდშაფტი პირადი ფიქრების სარკეა, ისევე, როგორც სახეა მეტყველი ბუნების სარკე. · რევოლუცია. ალტერნატიული მზერა ავტორი - ბილ ოუენსი ბილ ოუენსის ნ ამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა თაობის ისეთ ფოტოგრაფებზე, როგორებიცაა: მართინ პარი, გაბრიელ ბაზილიკო და ა.შ. მისმა სოციოლოგიურმა ფოტოებმა ისეთი რეჟისორების ყურადღება დაიმსახურა, როგორებიცაა სოფია კოპოლა, დევიდ ბირნი და სხვები. მისმა წიგნმა „Suburbia" („გარეუბანი") 1973 წელს ფოტოგრაფიის სფეროში გუგენჰაიმის სახელობის პირველი სტიპენდია მოიპოვა და მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა. ოუენსის შავ-თეთრი ფოტოსერია აღწერს სტუდენტების კამპუსებში საპროტესტო მოძრაობას 1967-68 წლების სან ფრანცისკოში. ბილ ოუენსმა ფირზე აღბეჭდა სტუდენტების მხრიდან ვიეტნამის ომის, სეგრეგაციის, რასობრივი დისკრიმინაციის და, ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლების და ამბოხის პროცესი. ბილ ოუენსი ფოტოგრაფიას ერთგვარი "ვიზუალური ანთროპოლოგიის" ფუნქციით იყენებს და აღწერს იმ კულტურული რევოლუციის ნამდვილ სახეს, რომლითაც დაღდასმული იყო სამოციანი წლების სამყარო.
https://kolga.ge/#/exhibitions/
(R)
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)