14:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 14:22:33, 1880 ნახვა

საზოგადოება
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი გამოაცხადეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს.

ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და  მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის  დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით. 

გარდა ამისა, სატენდერო პირობებით, ავტობუსის კომპლექტაციაში გათვალისწინებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემების არსებობა.

მიმდინარე წლის ბოლომდე პრეტენდენტმა თბილისის მერიას პირველ ეტაპზე  69 ავტობუსი უნდა მიაწოდოს, ხოლო მეორე ეტაპზე 31. თბილისის მერიისა და  შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 100 ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს. 

საშუალო ტევადობის ავტობუსების შესყიდვა თბილისის მერიამ რთული რელიეფის უბნების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. მომავალი 3 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics