22:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:31:11, 1686 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი ბენ კარდინი: საქართველოში აგრესიისთვის რუსეთს საფასური არ გადაუხდია და არც იხდის

საქართველოში აგრესიისთვის რუსეთს საფასური არ გადაუხდია და აქამდე არ იხდის, - ამის შესახებ მერილენდის შტატის სენატორმა ბენ კარდინმა, ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში, კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და მათი შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კურსის შეცვლა და სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა ზეწოლით უნდა აიძულოს.

„ამ მექანიზმების გამოყენების გამოყენების მიზანი არის ის, რომ რუსეთმა შეცვალოს ქმედებები. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ის უკრაინის ნაწილია. ჩვენც და პრეზიდენტმა ტრამპმაც ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ. ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში რომ რუსეთის ჩარევა სუვერენულ ქვეყნებში შევაჩეროთ და შევცვალოთ მათი გათვლები. გავიხსენოთ ისტორია, რა იყო რუსეთის მიერ მოლდოვაზე თავდასხმის საფუძველი. მოლდოვაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთს საფასური ნამდვილად არ გადაუხდია. ვნახოთ, რა მოხდა საქართველოში, როგორ უპასუხა საქართველომ და როგორი იყო საერთაშორისო გაერთიანების რეაქცია. რუსეთს არ გადაუხდია საქართველოში შეჭრისთვის საფასური და არც იხდის. შეხედეთ რა ხდება გლობალურად. რა ხდება ჩვენ სამ ნატოელ მოკავშირე ქვეყნაში, უნგრეთში, პოლონეთსა და თურქეთში. იზრდება ნაციონალიზმი რაც იწვევს ერთიანობის ნაკლებობას ევროპის შიგნით. საქართველოს მისწრაფებაზე იყოს ნატოს პარტნიორი უმეტესწილად უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები“,- განაცხადა კარდინმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები  იარაღის მწარმოებელი რუსული კომპანიების პარტნიორი ქვეყნების მთავრობის წევრებისა და ინდივიდუალური პირების დასჯას ითხოვენ . შესწორება აშშ-ის 2019 წელის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია მოყვანილი.

გარდა ამისა, შეზღუდვები შეიძლება დააწესონ იმ ქვეყნების მთავრობის წევრთა მიმართ, რომლებიც რუსეთში წარმოებულ აღჭურვილობას ყიდულობენ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics