00:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 18:17:55, 1791 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული

იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიო ეკონომიკაშია, ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების  კიდევ უფრო წახალისება.

„სწორედ ესაა ჩვენი არგუმენტი იმ ოპონენტებთან საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ტექნოლოგიურ სტარტაპებში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და ინვესტირება, წყალში გადაყრილი ფული იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში  არ მოგვცემს ციფრული ეკონომიკის განვითარებას. მე საინტერესო შეხვედრები მქონდა  ჩვენს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბიზნესში, მათ შორის, იყვნენ ისინი, ვინც თავის დროზე იძულებულები იყვნენ წასულიყვნენ  საქართველოდან. დღეს, ისინი მოღვაწეობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ მაღალტექნოლოგიურ  საქმიანობაში  არიან ჩართულები. საქართველოში არის ამის რესურსი, ჩვენს ახალგაზრდებში  არის ამის პოტენციალი და გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით დაანონსებულ რეფორმას, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ",  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics