14:04 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:47:14, 1523 ნახვა

საზოგადოება
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და პირობებში ცვლილებები შევა.

სანქციების გამკაცრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული ინიციატივის ნაწილია.

ინიციატივის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის ან შეუსრულებლობისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ამასთან, თუ ეს ნორმები ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დაირღვა, ჯარიმა 1000 ლარი იქნება. დღეს არსებული კანონით ჯარიმა 50-200 ლარამდეა. შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. შენობაში ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ევაკუაციის მართვის და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დადგენილი მოთხოვნების დარვევა 1000-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას დადებითად აფასებს:

"რეფორმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხ კომპონენტს გამოვყოფდი: პირველი - ეს არის რეგიონული სამსახურების გადაიარაღება ახალი ტექნიკით, მეორე - ეს არის მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მომზადება, მესამე - შესაძლებლობის და ახალი ტექნიკის განვითარება, მეოთხე - ტყის ხანძრებთან მიმართებაში მზადყოფნა. მივესალმებით, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები იგეგმება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხანძრის საწინააღმდეგო სტანდარტების ზედამხედველობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი გეგმაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი პარლამენტს ინიცირებისთვის უკვე წარედგინა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics