|
2018-05-07 13:35:37, 1417 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბელარუსში თავის კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, მიხაილ რუსისთან და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ლეონიდ ზაიაცთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში თანამშრომლობის პოტენციალის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვალერი კვარაცხელია. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ოქმს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, უკვე არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის შესაძლებლობები. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუსის რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მელიორაციის კუთხით, ასევე, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით; ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოდან სხვადასხვა ხილის და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ბელარუსიის რესპუბლიკაში; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით. საუბარია საქართველოში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ჩვენს ორ ქვეყანას შორის და იმ სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბელარუსს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ლევან დავითაშვილმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად თანამედროვე სასათბურე მეურნეობა „აგრომირი“, ვიტებსკის მეფრინველეობის ფაბრიკა, რამდენიმე მეცხოველეობის ფერმა, სასაწყობო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)