08:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 12:56:19, 1453 ნახვა

კომენტარი
ზოიძე მოქალაქეებს: არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები - ეს არის დიდი ტრაგედია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ნარკოტიკული საშუალებები არ გამოიყენონ.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, კომიტეტი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობს, რომლითაც შექმნილი ვითარების გამოსწორება უნდა მოხდეს.

"მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ყველას, რომ არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები. ეს უნდა იყოს ძირითადი გზავნილი ამ ეტაპზე. ნარკოტიკი კლავს და სამწუხაროდ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებაა შემოსული კლავს ძალიან ჩქარა, არა წლების შემდეგ, არამედ დაუყონებლივ. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა რაც მსოფლიოს აქვს დღეს. არის ათი ათასობით სიკვდილი დაკავშირებული ამ ნარკოტიკებთან. ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელებებით სხვადასხვა საფარველქვეშ. არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები. მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა რომელზეც ვმუშაობთ. აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ამ კანონზე და უახლოეს მომავალში ამ რეფორმაზე მუშაობას დავასრულებთ",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს "თეთრი ხმაურის მოძრაობა" საინფორმაცია ბრიფინგს გამართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics