14:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 11:26:36, 1220 ნახვა

საზოგადოება
დიდ ბრიტანეთში ღონისძიება „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართება

19 მაისს, დიდ ბრიტანეთში, სევენოუკში, სერ ოლივერ უორდროპის (1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის) სახლში გაიმართება ღონისძიება  „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და სერ ოლივერ უორდროპის მემკვიდრეობა".

ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია ცირა კემულარია, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები და Royal Dutch Shell-ში მოღვაწე ქართველი. პროექტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. თიბისი ბანკის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, რომელიც ასახავს როგორც უორდროპების, ისე  სხვა ცნობილი ევროპელი მეცნიერების ღვაწლს ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარმოჩენასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში. ღინისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს უმასპინძლებენ ცირა კემულარია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში  თამარ ბერუჩაშვილი; მოხსენებით წარსდგებიან ქართველი და  ბრიტანელი მეცნიერები და მწერლები.

ღონისძიების ფარგლებში დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი. ფონდში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოს მემკვიდრეობისა და კულტურისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნას და გაერთიანებულ სამეფოში გამოცემას. 

სერ ოლივერ უორდროპი 1919-1921 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისარი იყო სამხრეთ კავკასიაში, რეზიდენციით საქართველოში; მისი და, მარჯორი კი ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. მათ შეისწავლეს ქართული ენა და ინგლისურად თარგმნეს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა", ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი", წმინდა ნინოს ცხოვრება და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი". ოლივერ და მარჯორი უორდროპები საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, რაც მათ აქტიურ მოღვაწეობაში გამოიხატებოდა თითქმის ყველა მიმართულებით. დის გარდაცვალების შემდეგ, ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დაარსა, რომლის მიზანს სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება წარმოადგენდა. მას შემდეგ ფონდის კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა და ამჟამად 1454 ერთეული გამოცემაა დაცული; მათ შორის, 215 პერიოდული და 73 ერთეული გამოცემა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics