16:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 10:15:41, 1619 ნახვა

სამართალი
დაბა მანგლისთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა

დაბა მაგლისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი მძიმედ დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, წალკიდან კოდის მიმართულებით მოძრავმა “მერსედესის” მარკის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და 17 დაშავდა.დაშავებულები თბილისის და მარნეულის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებულები. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics