|
2018-05-06 12:16:17, 2087 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში
ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას აჭარის გათავისუფლების დღე მიულოცა. მისი თქმით, 2004 წლის 6 მაისს აჭარაში დასრულდა სეპარატისტული გადახრა, ჩაიშალა დღის გეგმები და გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველს გაერთიანებისკენ. „ეს გააკეთეს თვითონ აჭარლებმა, ეს გააკეთა აჭარის ჩვეულებრივმა, მაგრამ განსაკუთრებულმა ხალხმა და მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი. ეს არის თქვენი დღესასწაული და სრულიად საქართველოს დღესასწაული. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა თქვენთვის მომელოცა არა ამსტერდამის ქუჩებიდან, არამედ ბათუმის ბულვარში ვყოფილიყავი ამ ველოსიპედით, მაგრამ არა უშავს, ეს დროც დადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ის დაბრუნდება საქართველოში და განახორციელებს იმ პროექტებს, რომელიც მისი თქმით, დღეს გაჩერებულია. "ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში. ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს განვითარებას. ჩვენს დავუსვამთ წერტილს მევახშოკრატიას და ე.წ. სინამდვილეში ნამდვილი ბანკებიც არ არის, ნამდვილი მევახშეების დიქტატს და შეთქმულებას ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს გაჭირვებიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)