|
2018-05-05 20:15:02, 2521 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი 26 მაისს საქართველოს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენსიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ინგრიდა ლევრენსიმ აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)