|
2018-05-05 18:21:57, 2262 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან საქართველოს მხარდასაჭერი აქტი განიხილა
აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები საქართველო - ამერიკის ურთიერთობების მომავალი პრესპექტივებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც სასახლეში შედგა. შეხვედრისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისაგან და იმ განცხადებებისათვის, რომელიც კეთდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დიდი დრო დაეთმო საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივის შესახებ საუბარს, რომელმაც კიდევ უფრო ახალ დონეზე უნდა აიყვანოს საქართველო- ამერიკის ურთიერთობები. "კიდევ ერთხელ, აშშ-ს ორივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა პრინციპული დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველო - ამერიკის ურთიერთობებში არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების რესურსი",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)