00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 17:02:56, 1951 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფილიპინებში ვიზიტისას, იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, განიხილეს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. როგორც აღინიშნა, ორი ქვეყანა, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ტურიზმის მიმართულებით.

ხაზი გაესვა იმ ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს, ესენია: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ( JICA) რომლის საშუალებით იაპონიის მთავრობა ახდენს სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში განხორციელებული საგრანტო და ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე, წელს იწყება ერთ-ერთი რთული მონაკვეთის (შორაპანი-არგვეთა) მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა, იძლევა კარგ საფუძველს, მომავალში საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში უფრო გაღრმავდეს და დინამიურად განვითარდეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics