21:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 15:58:32, 1664 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: სხვადასხვა რეგიონებს შორის ცხოვრების დონის გათანაბრება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა

„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გავაორმაგოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმზე განაცხადა.

პრემიერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობისთვის უმაღლესი პრიორიტეტია:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ეს სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი - თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნისა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას, მათ შორის, რათქმაუნდა, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას. ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა. მას შემდეგ რაც ჩვენ ჩავატარეთ და ზურგს უკან გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა რეგიონებს შორის ცხოვრების დონის გათანაბრება უმთავრესი ამოცანაა.

„ეს უთანასწორობა რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რათქმაუნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართელობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რათქმაუნდა ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ მიიღოს ეს შეურაცხყოფად, მაგრამ რათქმაუნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. რათქმაუნდა, ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა. ჩვენი სურვილია და მე ამასწინადაც ვთქვი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელსა და რაიონს ემსახურონ. სწორედ, ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი საშუალება მათი დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზებისა.

მან რეფორმის განხორციელების პროცესში დახმარებისთვის გერო-ს, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოებს მადლობა გადაუხადა:

„მთავრობა თავისი 4-პუნქტიანი გეგმით, განსაკუთრებით სივრცითი დაგეგმარების გეგმით, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ რეფორმის განვითარებაში. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე. რათქმაუნდა, დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს - წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე გზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან - ორჯერ გავზარდოთ რეგიონული დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რათქმაუნდა, მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება უკვე ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. რათქმაუნდა, ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების იქნება გაცილებით უფრო მაღალი, საქვეყნო, ქვეყნის მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაშიც. განსაკუთღებით ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ იქნებიან ინდიფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რათქმაუნდა, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics