21:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 12:41:41, 1790 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს. 

საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო  2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩეოდა. 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონგრესს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში.  

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის საგადასახადო რეფორმა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი. 

კონგრესმენებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნეს, რომ აშშ-ის კონგრესი მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics