|
2018-05-05 11:18:23, 2327 ნახვა
ეკონომიკა
იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში იყო. ქართული ღვინის დეგუსტაციას ასევე იაპონელი ტოპ-სომელიე ჰიროში იშიდა უძღვებოდა. დეგუსტაცია-სემინარს 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი" (რქაწითელი სუპერიორი), „შალაურის ღვინის მარანი" (რქაწითელი, მწვანე), „შუმი" (ხაზი „იბერიული" - მწვანე, მუკუზანი), „გიუაანი" (საფერავი ბარელი) და „ორგო" (საფერავი). ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იყო იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, შემდგომში ექსპორტის ზრდის მიზნით. პრეზენტაციის მონაწილე რამდენიმე სტუმარმა იმ დღესვე გამოხატა მზადყოფნა, ჩართოს ქართული ღვინო მათი რესტორნების მენიუში. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 73 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 139%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)