|
2018-05-04 20:17:48, 1887 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვატვას აცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურ უფლებას ერთ კონკრეტულ პირს არ მიანიჭებს. ამის მიზეზი კი აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადი და მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებებია. აქედან გამომდინარე, ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის 7 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge. დეტალები პირობების შესახებ იხილეთ აქ : https://goo.gl/ZtZgnT
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)