12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 17:52:58, 1713 ნახვა

სამართალი
სადახლო-საავტომობილოზე არადეკლარირებული ოქრო და სიგარეტი აღმოაჩინეს

აბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 11478,08 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოაჩინეს.

საქონელი საერთო წონით  21,75 გრ. სომხეთიდან შემომავალ რუსეთის მოქალაქეს, კ. ი-ს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 11478,08 ლარის ოდენობით.

დღესვე, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, კიდევ ერთი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას,   უკანა სავარძელსა და გაზის ბალონს შორის დამალული  196 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი YEREVAN აღმოაჩინეს.  სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ა.ა-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics