21:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 17:55:05, 2135 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის დღეები წელს საქართველოში მეექვსედ გაიმართება

5 მაისს, რიყის პარკში საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყობა „ევრო სოფელი", სადაც  სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში.

საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მისასალმებელი სიტყვით მიმართავს და ევროპის დღეების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე ისაუბრებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით „ევრო სოფელში" უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს და  იმიტირებულ პასპორტში   ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს, რის შემდეგაც მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღეების მიზანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა.

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, მოეწყობა შეხვედრები რეგიონებში, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში.

გაიმართება გამოფენები, დებატები ა.შ. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია  პროექტი სტუდენტებისთვის "ევროპული ახალგაზრდობა",  სემინარი მასწავლებლებისათვის  „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ", საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი" ფარგლებში და სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

„ევროპის დღეები 2018" 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics