|
2018-05-04 17:48:25, 1578 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მოხსენება საერთაშორისო სამიტზე წარადგინეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მოხსენება დუბაიში გამართულ "მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე" წარადგინეს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის. სამიტზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის დანერგვის პროექტის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ამჟამად საჯარო რეესტრი გონიერი კონტრაქტების, ე.წ. სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის საშუალებით ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას მხარეები ციფრულ ფორმატში, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით განახორციელებენ. „მომავლის ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტი" 2-3 მაისს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიებაზე მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის 60-ზე მეტი ექსპერტი წარსდგა, რომლებმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)