|
2018-05-04 17:01:07, 1548 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება
ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, დივაკარ გუფთასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბრისას, განიხილეს საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. „მანილაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან აზიის განვითარების ბანკიდან. ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებმა, უკეთ გამოიყენონ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, აზიის განვითარების ბანკი ძალიან აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში. ბანკი აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში, დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ხელშეწყობის, ჰიდროენერგეტიკის გაძლიერების მიმართულებით," - განაცხადა კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში, ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)