|
2018-05-04 14:34:58, 1548 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს „ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს, თბილისსა და წილკანის ბაზაზე ორდღიანი „ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში განხორციელდა და მას საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობამ (CIP) გაუწია ორგანიზება. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელთათვის მეკარტოფილეობის დარგში ჯანსაღი სათესლე მასალის მიღების, ეპიდემიათა წარმოშობის, განვითარებისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კომპიუტერულ პროგრამას „სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების იმიტატორი (APSIM)”, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი მოსავლიანობის სისტემის მოდელს, პრაქტიკაში მისი გამოყენების წესებსა და მუშაობის პრინციპებს. APSIM პროგრამას გააჩნია სხვადასხვა მოდულები, რომელიც სისტემათა სიმულაციის საშუალებას იძლევა ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: მემცენარეობა, მეცხოველეობა, ნიადაგმცოდნეობა და სხვა. პროგრამის გარემოსდაცვით მოდულს გააჩნია ისეთი ცვლილებების დაფიქსირების შესაძლებლობა, როგორებიცაა: კლიმატისა და ამინდის, ნიადაგის მახასიათებლების (წყლის ბალანსი, საკვები ელემენტები, ტემპერატურა), წარმოების ნარჩენებისა და ეროზიის ცვლილება. მენეჯმენტის მოდულის გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა კულტურების დათესვასთან, თესვის ინტენსივობასთან, მოსავლის აღებასთან, ხვნასთან, ნიადაგის დამუშავებასთან, სასუქების გამოყენებასთან და საძოვრების მენეჯმენტთან დაკავშირებული ცვლილებების განსაზღვრა. კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტების მიერ ცენტრის 20 მეცნიერ-თანამშრომელი გადამზადდა.
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)