15:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 13:22:40, 1609 ნახვა

სამართალი
ქუთაისში, ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქუთაისში თამბაქოს მოწევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, ერთ-ერთ კაფე-ბარში მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაწესებულების ერთი სტუმარი მოწევის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, ხოლო ორი სტუმარი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

„ერთ-ერთ კაფე-ბარში, საღამოს საათებში გამოძახება იყო თამბაქოს კანონის დარღვევის შესახებ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ.  სამი მოქალაქე არღვევდა თამბაქოს შესახებ კანონს. ერთ-ერთი მათგანი დაჯარიმდა შესაბამისი მუხლით, ხოლო ორ მათგანს პატრულმა მოუწოდა, რომ აღარ მოეწიათ დახურულ შენობაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით”, - განაცხადეს შინაგა საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ინფორმაციით, ის კაფე-ბარიც დაჯარიმდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. როგორც უწყებაში განმარტეს, დაჯარიმების მიზეზი ობიექტში მოწევის ამკრძალავი ნიშნის არ არსებობდა გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics