13:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 11:21:26, 1487 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე,  იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების  ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს.

უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას,  ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას,  ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის  აღკვეთას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics