00:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 11:11:26, 2198 ნახვა

ეკონომიკა
„მაკდონალდს“ საქართველოს დირექტორი „Ray Kroc Award“-ის მფლობელი გახდა

„მაკდონალდსის“ მსოფლიოს საუკეთესო დირექტორების ათეულში საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა.  Ray Kroc Award-ის მფლობელი გლდანის ფილიალის ხელმძღვანელი - სალომე კალაძე გახდა. Ray Kroc Award მსოფლიოში „მაკდონალდსის“ რესტორნების საუკეთესო დირექტორის გამოვლენასა და წახალისებას 2013 წლიდან ემსახურება, „მაკდონალდს საქართველო“ კონკურსში 2014 წლიდან მონაწილეობს.

2018 წლის Ray Kroc Awards  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში ჩატარდა. კონკურსში საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, 60 ქვეყნის წარმომადგენელი იყო წარდგენილი. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 10 საუკეთესო დირექტორი და ერთ-ერთი საპატიო ადგილი „მაკდონალდს საქართველოს“ გლდანის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ დაიკავა. 

 „Ray Kroc Award“ მაკდონალდსის დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას ემსახურება. კონკურსი აყალიბებს რესტორნის დირექტორთა აღიარების კულტურას „მაკდონალდსის“ სისტემაში და  მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოს ავლენს. „ყოველივე ეს, ჩვენს თანამშრომლებში განაპირობებს ლოიალობის მაღალ დონეს და თანამშრომელთა მიერ აღიარებას, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია.“- აცხადებს  „მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი.

Ray Kroc Award” -ის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, კონკურსანტი უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის:

  • ოპერირების მიღწევები:
  • მიღწევები ხალხის მართვისა და კმაყოფილების კუთხით:
  • ბიზნესის განვითარება.

„სალომე კალაძე  „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია, რომლიც ამჟამად მართავს გლდანის რესტორანს. მის მართვაში არსებული რესტორნები, ყოველთვის გამოირჩევა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით - აცხადებს კომპანიის ოპერირების კონსულტანტი გიორგი გურგუჩიანი.

სულ მალე სალომე კალაძე ბათუმის რიგით მეორე რესტორნის მართვას შეუდგება, რომელიც ერას მოედანზე გაიხსნება. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics