12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 10:55:35, 1832 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პრეზერვატივების ქართული ბრენდი „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ მიერ, პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის აღბეჭდვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს.

კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მიეცა.

როგორც სასამართლოს დასრულების შემდეგ კომპანიის მფლობელმა ანანია გაჩეჩილაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„გამომდინარე ამ აბსურდული საქმის დეტალებისა, მე მქონდა დადებითი განაჩენის იმედი, თუმცა დღევანდელმა განაჩენმა ცხადყო, რომ ეს არის თანამედროვე ცენზურის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საქმეს მივიყვანთ გამარჯვებამდე და აუცილებლად, საკონსტიტუციო დონეზეც და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მსგავსი სუბიექტური ხედვებიდან გამომდინარე არასდროს იყოს შეზღუდული ჩემი სხვა სუბიექტების ან კომპანიების უფლებები“, - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიამ, მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული იდეის“ მოთხოვნის საფუძველზე გაუგზავნა. მერიამ მიიჩნია, რომ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. მერიამ პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმება (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვა მოითხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics