21:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 10:36:47, 1850 ნახვა

პოლიტიკა
პეტრ პაველი: რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა

რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მან პრაღაში გამართულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  რუსეთს არ მოსწონს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დასავლურ ნიმუშს ეფუძნება და სურს ის იმგვარად შეცვალოს, რომ ეს წესრიგი  მის ეროვნულ მოდელს შეესაბამებოდეს.

„რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი ფეხქვეშ არ გაეთელა, ნატო აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა.  უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესად რუსეთი არ ახორციელებს კლასიკურ სამხედრო აგრესიას, არამედ ამისთვით ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ, მედიაში და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას იყენებს“,- განაცხადა პაველმა.

 გენერალმა ალიანსის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ  რუსეთი სწორედ ამ ერთობის დანგრევას ცდილობს.

„ჩვენ ოპონენტებს უნდა ვაჩვენოთ რომ აგრესია ძვირად დაუჯდებათ  და გამარჯვებისთვის  ნაკლები შანსი აქვთ“,- აღნიშნა პაველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics