21:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 19:12:52, 2203 ნახვა

პოლიტიკა
26 მაისს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო - სომხეთის ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics