|
2018-05-03 18:13:01, 1863 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: CAREC-ის პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად
ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ CAREC-ის წლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა. შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ფილიპინებში, ქ. მანილაში გაიმართა. „ჩვენი მიზანია, მოხდეს რეგიონის უფრო მეტად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დღეს, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. თუ შეხედავთ აბრეშუმის გზის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების სტრატეგიებს, ვნახავთ, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოება. საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკის კონცეფციას, რომელიც ეხება ვაჭრობას ბარიერების გარეშე. სწორედ ამ კუთხით აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მოდელი ეფექტური ვერ იქნება კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურადაა ჩართული კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას. საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)