|
2018-05-03 16:50:09, 1335 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე: ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა
ჩვენ ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა, - ამის შესახებ „გირჩის“ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს იგი განყოფილებაში დაიბარეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) ბრალი წარუდგინეს. „დღეს დილით დამირეკეს და მთხოვეს პოლიციაში გამოვცხადებულიყავი, გამაცნეს ადმინისტრაციული ბრალის ოქმი, სადაც წერია რომ მეც იგივე ქმედებაში ვარ ბრალდებული, რაშიც იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს არის დაუმორჩილებლობა პოლიციისადმი და ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. სავარაუდოდ სამივე ჩვენგანის სასამართლო სხდომა გაიმართება ერთად“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო აკავებენ. მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ მომხდარი შესაძლოა, პარტიის საქმიანობას უკავშირდებოდეს. „არანაირი ხულიგნობა არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ქუჩაში დარბის და ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც სამსახურში მიდიოდა, დაახტა თავზე ექვსი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი და აფორთხიალეს ასფალტზე. ჩვენ ეს ადამიანი დავიცავით და ეს არის ჩვენი მხრიდან გაცხადებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში აღარ აკავებდნენ და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო მოსაშარდად არ მიჰყავდეთ, მით უმეტეს, ამ პირს ესეც არ დაუდასტურდა. კანონიერი იყო ჰოლოკოსტიც და აპერტეიდიც, ამიტომ კანონიერი რადგან არის, არ ნიშნავს, რომ სამართლიანია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მოხდა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)