13:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 16:14:14, 1542 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას - „თბილისის ცის ქვეშ“ ქმნის

თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს,  საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.

პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაცია, დღეს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა, ხოლო მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ გაზაფხული -ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები წარადგინა.

ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის  ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ,  ამით ახალ  სიცოცხლეს  შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე.   მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის. 

“პროექტი გააერთიანებს ერთ პლატფორმაზე სხვადასხვა ხელოვანებს და ორიენტირებული იქნება მოსახლეობაზე და ტურისტებზე. პლატფორმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, თბილისს აქცევს შემოქმედებით ქალაქად. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს რეგიონის კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და  სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და  შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics