|
2018-05-03 15:58:49, 1767 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 12%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 40,413 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36, 190). რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 156 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 % მეტია (146). ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაშია. პირველი ეტაპის სამუშაოები პრაქტიკულად სრულდება. ჩვენ ამ დროისთვის განვახორციელეთ შემდეგი სამუშაოები: ეს არის 60 ათასი კუბური მეტრი მიწის ექსკავაცია, დაახლოებით 8 ათას კვადრატულ მეტრზე მთლიანად მოეწყო საძირკველი. ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დასაწყისისთვის ჩვენ უკვე დავიწყებთ ტერმინალების შეერთების ფაზას, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში გვექნება 6 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში დაახლოებით ათასზე მეტი მგზავრის მომსახურებას. ეს არის დაახლოებით 6 რეისი",- განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)