13:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:49:34, 1221 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაიხვეწოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გაზრდის საარჩევნო სიის სიზუსტეს და გაუადვილებს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობის წესი, რომლებიც მოიხსნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან; რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ან რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე. კერძოდ,

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი, ასევე ის ამომრჩეველი, რომლის  რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, საარჩევნო სიაში შევა ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისამართის გარეშე რეგისტრირებულები სიაში მოხვდებიან ფაქტობრივი  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ფაქტობრივი მისამართის  შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის, არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველი შეძლებს მაშინ, თუკი არჩევნების დღემდე არანაკლებ 21 დღით ადრე  გამოცხადდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მიუთითებს მისამართს და გადაიღებს ციფრულ ფოტოს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი გათავისუფლდება სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

2014, 2016 და 2017 წლების არჩევნებისათვის ამ კატეგორიის პირთა საარჩევნო სიაში შეყვანის მიზანი საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთჯერადი რეგულირების შემოღების გზით მიიღწეოდა. 2016 წელს ეუთო-ს დასკვნაში ჩაიდო რეკომენდაცია, რომ, ერთჯერადად გარდამავალი დებულების მიღების ნაცვლად, მისამართის არმქონე ამომრჩევლებისათვის არჩევნების დღემდე ბევრად ადრე მოძებნილიყო გრძელვადიანი გამოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უფასო პირადობის მოწმობების აქცია რამდენიმეჯერ გამოაცხადა,  თუმცა, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები პასიურობით გამოირჩევიან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომელიც მას საარჩევნო სიის სრულყოფისათვის სჭირდება; სახელმწიფო ორგანოები კი, ვალდებულნი არიან, სამი დღის ვადაში მიაწოდონ ცესკო-ს ეს ინფორმაცია. დღეს მოქმედი რეგულაციით, შესაბამის ინფორმაციას საარჩევნო კომისია წელიწადში 4-ჯერ იღებს წინასწარ განსაზღვრულ დღეებში: ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს. ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს მონაცემების ინტენსიურ განახლებას წინასაარჩევნო პერიოდებში;

საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები მოხვდებიან სპეციალურ სიაში და შეძლებენ ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უფლების რეალიზაცია შეუძლია მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან თუკი ისინი არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics