12:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 13:14:27, 1330 ნახვა

საზოგადოება
112-ის ხელმძღვანელებმა ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი, მოადგილესთან - მაია გიორგაძესთან ერთად, ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა.

კონფერენციაზე საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა.  „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამედიცინო ბრიგადების დისპეტჩერიზაციის ოპტიმიზაცია“.

პროექტის ფარგლებში,  შემუშავდება პროგრამა, რომელიც შემოსული ზარის საფუძველზე მოახდენს ინციდენტის რისკისა და სიმძიმის შეფასებას, დაადგენს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, გამოთვლის სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე დაყოვნების სავარაუდო დროს, განახორციელებს სწრაფ და ეფექტურ დისპეტჩერიზაციას. პროგრამის დანერგვის შედეგად შემცირდება სამედიცინო ბრიგადების ლოდინის დრო და გაიზრდება მათი მუშაობის ხარისხი.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია“ (EENA-European Emergency Number Association) 1999 წელს, ქალაქ ბრიუსელში შეიქმნა. ასოციაციის მიზანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა ევროპის მასშტაბით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics