12:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 10:07:30, 1599 ნახვა

სამართალი
გორის „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის „დილას“ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას  ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც.  სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა  დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. შედეგად, დამტვრეულია ინვენტარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics