10:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 20:15:20, 1909 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე დააკავეს.

პარტიის ინფორმაციით, გირჩის ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. მათივე ცნობით, დაკავების მცდელობა განხორციელდა საკმაოდ უხეში ფიზიკური მოქმედებებით.

„ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. ამის შემდეგ პოლიციელებმა განყოფილების შენობაში შეიყვანეს ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე, სავარაუდოდ, იმ საბაბით, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა ქოთანი კანაფის ჩითილით. ამჟამად ნიკა ობოლაძე პოლიციის განყოფილებაშია.

უკვე საათზე მეტია, მოქალაქე, ვის დაკავებასაც ცდილობდა კრიმპოლი, მანქანაში უზით პოლიციელებს და დაყავთ ნარკოლოგიურიდან ნარკოლოგიურში, იმ იმედით, რომ სადღაც მიღება იქნება. ამ ინფორმაციას გვაწვდის პოლიცია. რეალურად, არ ვიცით, სად არის იგი და რა ამბავია მის თავს. იაგო ხვიჩიამ შეიტანა ოფიციალური თხოვნა პოლიციაში, რომ ადამიანის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი და მოიკვლიონ. ნიკა ობოლაძე კვლავინდებურად განყოფილებაში ჰყავთ", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics