|
2018-05-02 17:52:26, 1947 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: მარგველაშვილს არ აქვს რკინის ნერვები, რომ ზღვარგადასული კრიტიკა მშვიდად ისმინოს
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის პირველ რიგში, ადამიანია და შემდეგ პოლიტიკოსი“, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების ფაქტს. როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტს არ აქვს რკინის ნერვები და ის არც არასდროს ყოფილა კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი. „ძალიან მძიმე და რთული იყო მისთვის, ეს ზღვარგადასული კრიტიკა და თან ამის ატანა იმ ფონზე, როცა არ ჰქონდა საშუალება ეპასუხა. ამით კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას არ აქვს რკინის ნერვები და აქვს შუბლის ძარღვი, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ მშვიდად ისმინოს ეს ყველაფერი. როცა შენ ხარ პოლიტიკაში, მაშინ უნდა გქონდეს იმის ნერვები რომ გაუძლო ბოლოდმე, რაც არ უნდა არასამართლიანად გიტევდნენ. პრეზიდენტს ეს არ აქვს, მას არც ჰქონია იმის პრეტენზია არასდროს, რომ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი. მე თანავუგრძნობ მას როგორც ადამიანს, მაგრამ ეს ქმედება პოლიტიკოსოსთვის არადამახასიათებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა. „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე, იყო თუ არა რეგლამენტი მხოლოდ მიზეზი და რეალურად, პარლამენტის თავჯდომარეს არ სურდა, პრეზიდენტს ჰქონოდა უფლება? ექსპერტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, პრეზიდენტს შეუტიონ. „პარლამენტს არ უნდა რათქმაუნდა დებატების რეჟიმზე გადასვლა, ეს ხელისუფლების ინტერესებში არ არის. მათ აქვთ კონკრეტული დღის წესრიგი, რომ მაქსიმალურად შეუტიონ პრეზიდენტს, წიხლი ჩააზილონ რასაც ჰქვია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)