05:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:51:18, 1268 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე: ძალიან მოკლე გამოსვლა იყო - უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა

"პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული“,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არ ისაუბრა.

"პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ის ისაუბრებდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად მან არ ისაუბრა საქართველოს თავდაცვაზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, არ ისაუბრა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს იცავენ. არაფერი უთქვამს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რაც უმძიმესი ფაქთია და არ შეიძლება, რომ ეს გამორჩენილიყო მის გამოსვლაში. ასევე ვერ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს პერსპექტივების შესახებ და შეფასებები, რომლებიც ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოს ეხებოდა. არ იყო მის გამოსვლაში ეს ყველაფერი სამწუხაროდ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დებატების დროს პრეზიდენტის მისამართით ბევრი კითხვა გაჟღერდება.

"ჩვენ ვეცდებით, რომ დებატებში ეს ინფორმაცია გავშალოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას. ასევე არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე, რაც უმნიშვნელოვანეს სიახლეებს გულისხმობს და ქვეყანა გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე. შეკითხვები აუცილებლად მექნება, როდესაც ჩემი გამოსვლის დრო მოვა. მან გააკეთა აქცენტები, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვა და ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, როდესაც ამას ამბობდა პრეზიდენტი, გამიჩნდა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება" და დაპირებები დაავიწყდა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხალხს მისცა. არ უსაუბრია რა გააკეთა პრეზიდენტმა, როგორც ნეიტრალურმა ზეპარტიულმა ფიგურამ იმისთვის, რომ მეტი კონსოლიდაცია მომხდარიყო“,- აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics