|
2018-05-02 13:28:41, 1572 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ უშიშროების საბჭო და მსგავსი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ
ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ უშიშროების საბჭოს მსგავსი ინსტიტუტები ქვეყანაში არ გაუქმდეს. „რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე. აუქმებს უშიშროების საბჭოს, ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველანი ერთიანი ვართ. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს მე გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ყველა პარტია, ყველა ინტერესჯგუფი მოვიდა და ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა და ,,ქართულმა ოცნებამ’’ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია. საერთოდ იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომლებიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია ჩემი აზრით არასწორია“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)