21:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:22:20, 1260 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი მის უსამართლობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია.ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსნების დროს განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია საქართველო პროვოკაციებზე არ წამოეგოს და რუსეთს ქვეყანაში ძალის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს.

"როდესაც ვახასიათებთ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებას, ბუნებრივია, მთავარ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება  - რუსეთის ფედერაციას. ამ მიმართულებით, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად წარმატებულია. არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ფაქტობრივად ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და, ასე ვთქვათ, გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, აგრეთვე გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში. მთლიანობაში, მსურს ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და, რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში,  სწორი და ადეკვატურია, იმიტომ, რომ ერთერთი მთავარი მიზანია - არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, არ მივცეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იყო განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცივი ომის დროს მესამე ქვეყნებში, რომლებიც დაცულნი არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, იარაღის ჟღარუნის პოლიტიკა განახორციელოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან პოლიტიკოსებს ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ქვეყანა ფხიზლად უნდა იყოს.

"მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მაგრამ აი ამ ახალ ფაზაში ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი ყველას გაერთიანების, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics