|
2018-05-02 10:17:37, 1085 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (გირგვლიანის შესწორებები), რომლიც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა. „ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" მოვახდინეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად ვუწოდეთ „გირგვლიანის შესწორებები". ცვლილება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები დაახლოებით 13 პუნქტს ეხება",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემური დანაშაულის დროს უშუალოდ ასრულებენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას. ამ მიზნით, კოდექსს ემატება 3331 და 3332 მუხლები - „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა" და „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა". ასევე, კოდექსის რიგ მუხლებში შედის ზემოხსენებულ მუხლებზე მითითება და მკაცრდება სანქციები. „კანონპროექტის უპირველესი მიზანია სისტემური დანაშაულის პრევენცია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო ძალმომრეობითი ზემოქმედებისგან, რომ არასოდეს არ იყოს ჩვენი საზოგადოება სახელმწიფო შეთქმულების ობიექტი. ამასთანავე, ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანია მოხდეს ხაზგასმა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტს ასევე საფუძვლად დაედო პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და წარმოდგენილი სამართლებრივი მასალებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე წარსულში (2004-2012 წლებში) მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)