2018-05-02 09:19:09, 1685 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიურ ანგარიშით წარდგება.
პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატების გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პოლიტიკური დებატები გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მათ პრეზიდენტთან მწვავე კითხვები ექნებათ.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დებატებთან დაკავშირებით, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
ავტორი: ,