|
2018-05-01 19:51:25, 1794 ნახვა
კომენტარი
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილის თქმით, ახალი ცენტრის ფუნქციონირება საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთათვის საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობას და შემცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო. „საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა ჩაანაცვლა არა მხოლოდ „მე–12 ოთახი“, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის სერვისები მიეწოდებოდათ. მაგალითად, საჯარიმოდან ავტომობილის გაყვანის ნებართვა, შეჩერებული მართვის უფლების ჯარიმით ჩანაცვლება - ყველა ეს სერვისი, რაც საპატრულო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში მიეწოდებოდა მოქალაქეებს, აქამდე ძირითადად ხდებოდა „მე-12 ოთახის საშუალებით, თუმცა სანებართვო მომსახურება, როგორიცაა არაგაბარიტული ტვირთის გადატანის ნებართვა, დაკარგული სანომრე ნიშნის გაცემა და სხვა სერვისი, მოქალაქეებს მიეწოდებოდა რამიშვილის ქუჩაზე, N38–ში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა იყო, ეს მომსახურებები მოქალაქეებისთვის „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიგვეწოდებინა. სწორედ ამიტომ შევქმენით საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები. შემდეგ ეტაპი ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების არის სწორედ იგივე კონცეფციის, მოქალაქეებისთვის სერვისების „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიწოდების კონცეფციის გადატანა საქართველოს რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრი გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ლოკაციას, სადაც თავს იყრის ყველა საპოლიციო სერვისი, არამედ დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალ სტანდარტს. ეს იმას ნიშნავს, რომ განაცხადებას, რომელიც საპატრულო პოლიციაში მიიღებოდა ფურცელზე, ეს ელემენტი საერთოდ გაქრა და საკანცელარიო დოკუმენტბრუნვის კომპონენტი მთლიანად წამოვიდა ცენტრის განკარგულებაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)